საზოგადოება
"ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან"- მაია ბითაძე
"ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან"- მაია ბითაძე

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. მისი თქმით, ეს „იაფი პროცედურა იქნება“. ბითაძის განმარტებითვე, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. მისი თქმით, აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

„რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ, რომლის განმარტებითაც, ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.