სამართალი
ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ბადაგონის მფლობელ გიორგი სალაყაის სასამართლოში უჩივის
ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ბადაგონის მფლობელ გიორგი სალაყაის სასამართლოში უჩივის

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ბადაგონის მფლობელ გიორგი სალაყაის სასამართლოში უჩივის.  ამის შესახებ imedinews-ს ბეჟუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

დავით ბეჟუაშვილი სალაყაის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება.საქმე ეხება სალაყაიას მიერ წინ კვირას გაკეთებულ განცხადებებს.

"ამ უბედურების უკან დგას დავით ბეჟუაშვილი, სააკაშვილის პორტირებული ხალხი და ასევე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან, არის ეკონომიკის მინისტრის და ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. მივმართავ პრემიერმინისტრს, მოიხადოს ამ ვანდალური ფაქტის გამო ბოდიში", - თქვა ზაზა ხატიაშვილმა კომპანია "ბადაგონის" სახელით.ისივე თქმით, ბადაგონის გარშემო განვითარებული მოვლენები ეკონომიკის მინისტ დიმიტრი ქუმსიშვილს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა.

კომპანია "ბადაგონის" ხელმძღვანელობის ბრალდებას გამოეხმაურა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ  მის მიმართ არსებული ბრალდებები აბსურდული და არასერიოზულია.

შპს „ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო. პრემიერის დავალებით, კომპანია "ბადაგონის" საქმეს ბიზნესომბუდსმენი გააკონტროლებს.