სამართალი
კვიპროსში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავეს
კვიპროსში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავეს

კვიპროსში 2 ქართველი დააკავეს, რომლებიც ქალაქ ლიმასოლის ერთ-ერთ რესტორანში, 47 წლის მამაკაცის ერნესტო ლეონიდესის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ  1tv-ი წერს.

ლეონიდესი ლიმასოლის გარეუბანში, ერთ-ერთ რესტორანში სადილობის დროს გასულ კვირას მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველებს კი 8-დღიანი დროებითი პატიმრობა პარასკევს შეუფარდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველები დანაშაულს არ აღიარებენ. გარდა ამისა, მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ქართველი იძებნება.