სამართალი
ქობულეთში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ქობულეთში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ავარია მოხდა ქობულეთში – ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქობულეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი ავტომობილი კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟს ეკუთვნოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.