მსოფლიო   NEWS
რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას  ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, ტომსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნა და აალდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას  Интерфакс-ი ავრცელებს.

ვერტმფრენს ავადმყოფი და ექიმები გადაყავდა, ბორტზე სულ 6 ადამიანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ორ დღეში ეს უკვე მეორე ავიაკატასტროფაა რუსეთში. რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა.

ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია 71 ადამიანი.