მსოფლიო   NEWS
"მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს"
"მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს"

„მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს“ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე  გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. გვერდის ადმინისტრატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამტაცებლები დანაშაულის ადგილზე Volkswagen-ის მარკის მინიბუსებით იმყოფებოდნენ.

 „ახლახან პოლიტიკური პარტია „РУХУ НОВИХ СИЛ“-ის ოფისთან ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს მიხეილ სააკაშვილი. გამტაცებლები იყვნენ Volkswagen-ის მარკის სამი თეთრი მინიბუსით, ერთ-ერთი მათგანის ნომერია АА 0121 СН!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რესტორან “სულგუნში“ დააკავეს.