სამართალი
ბებიის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბებიის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და  სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, დიღმის მასივში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბებია. მას ხელები ყელზე მოუჭირა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

2017 წლის 17 მაისს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. სხდომის შემდეგ, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დააკავეს.