მსოფლიო   NEWS
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს.

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ კიევში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და პოლონეთში გადაიყვანეს.

მისი თქმით, აღნიშნულის უკან უკრაინის პრეზიდენტი დგას.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება.