პოლიტიკა
„აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი პროცესი და იყოს ეს პროცესი ზედმიწევნით დაცული” - იან კელი სააკაშვილზე
„აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი პროცესი და იყოს ეს პროცესი ზედმიწევნით დაცული” - იან კელი სააკაშვილზე

„აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი პროცესი და იყოს ეს პროცესი ზედმიწევნით დაცული” - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავებასა და პოლონეთში გადაყვანაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესებს თვალს ამერიკის მთავრობა ყურადღებით ადევნებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი პროცესი და იყოს ეს პროცესი ზედმიწევნით დაცული. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის მიმართ უნდა იყოს და არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე, ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იგი განვითარდეს და გახდეს ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა და მან თავისი რესურსები მიმართოს სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ, ხოლო სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება”, - განაცხადა იან კელიმ.