მსოფლიო   NEWS
უკრაინის პროკურატურა - სააკაშვილის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება
უკრაინის პროკურატურა - სააკაშვილის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება

"მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება" – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი იყო მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევების ოპერაცია, რომელიც უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა, რადგან მესაზღვრეებს ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურისთვის არ შეუტყობინებიათ.

როგორც უკრაინის პროკურორის პრესმდივანმა აღნიშნა, უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიება დახურული არ არის და გაგრძელდება.