სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო.

გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 

სასამართლოს სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა.