სამართალი
„არანაირ პოლიტიკურ შველას არ მოვითხოვ” - მიხეილ სააკაშვილი
„არანაირ პოლიტიკურ შველას არ მოვითხოვ” - მიხეილ სააკაშვილი

„არანაირ პოლიტიკურ შველას არ მოვითხოვ“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.

„მე ვესაუბრე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. მათ დამირეკეს, როდესაც აეროპორტში ჩავედი. პირველი კითხვა, რომელიც დამისვეს – ვაპირებდი თუ არა პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას. ვუპასუხე, რომ არა, არ მოვითხოვ არანაირ პოლიტიკურ შველას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოლონეთში მას დაცვა დაუნიშნეს.

12 თებერვალს, უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და  პოლონეთში გააძევა.

პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.