პოლიტიკა
„სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი თავს ამ მდგომარეობაში ჩაიგდებს“ - თამარ ჩუგოშვილი
„სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი თავს ამ მდგომარეობაში ჩაიგდებს“ - თამარ ჩუგოშვილი

„სამწუხაროა, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი თავს ამ მდგომარეობაში ჩაიგდებს“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უბრალოდ, ძალიან საწყენი და სევდიანიც კი არის ამ პროცესის ყურება. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხებს, ეს შესაბამისი უწყებების კომპეტენცია და მათ შეუძლიათ გააკეთონ კომენტარი, როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში, ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.