პოლიტიკა
„საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის” - მიხეილ სააკაშვილი
„საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის” - მიხეილ სააკაშვილი

„საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის” - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს ის ვარშავაში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციის გამართვას აპირებს.

„საქართველოს ხელისუფლებას ისე ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.