Facebook-სტატუსები
“არცერთი პოსტი არ შემხვედრია, რომელიც სიხარულს გამოხატავდა მიშას დაკავებაზე”-ნანუკა ჟორჟოლიანი
“არცერთი პოსტი არ შემხვედრია, რომელიც სიხარულს გამოხატავდა მიშას დაკავებაზე”-ნანუკა ჟორჟოლიანი

„ან ჩემი მეგობრების წრე შეიცვალა, ან თავად მეგობრები”- ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს საზოგადოების მხრიდან საქათველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტით გამოწვეული რეაქცია ახარებს.

„არცერთი პოსტი არ შემხვედრია, რომელიც სიხარულს გამოხატავდა მიშას დაკავებაზე. ან, ჩემი მეგობრების წრე შეიცვალა, ან, თავად მეგობრები. ორივე შემთხვევაში შედეგი მახარებს.

რაც შეეხება მიშას, ფსკერამდე დასულმა ამოყვინთა და ეს ყველაფერი მისთვის, მხოლოდ გასავლელი გზაა. ძალიან ვგულშემატკივრობ და ჯანმრთელობას ვუსურვებ! დანარჩენს თვითონ მიხედავს.“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.