პოლიტიკა
ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა
ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა. 

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილის, იური გრიმჩაკის განცხადებით, ეკა ზღულაძე უკრაინის მოქალაქე აღარ არის.

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა ზღულაძემ 2016 წლის მაისში დატოვა.