Facebook-სტატუსები
„სირცხვილია, როდესაც სააკაშვილის მსგავს პოლიტიკურ ოპონენტს აკავებ“ - ხატია დეკანოიძე
„სირცხვილია, როდესაც სააკაშვილის მსგავს პოლიტიკურ ოპონენტს აკავებ“ -  ხატია დეკანოიძე

„სირცხვილია, როდესაც სააკაშვილის მსგავს პოლიტიკურ ოპონენტს აკავებ“ -  „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავებასა და პოლონეთში გაძევებას ეხმიანება.

„სირცხვილია, როდესაც სააკაშვილის მსგავს პოლიტიკურ ოპონენტს აკავებ. ეს თანამედროვე დემოკრატიის სტანდარტი და კანონის აღსრულებაა? სიბნელეა” - წერს ხათუნა დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილი კიევში, ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.