პოლიტიკა
„ჩვენი მიზანია, დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით გახდეს ღირსი, რომ იყოს ნატოს სრულფასოვანი წევრი” - ლევან იზორია
„ჩვენი მიზანია, დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით გახდეს ღირსი, რომ იყოს ნატოს სრულფასოვანი წევრი” - ლევან იზორია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს.

ლევან იზორიამ სამინისტროს საქმიანობის შეფასებისას ორი მთავარი ამოცანა გამოყო და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, მის ნატოს სტანდარტებთან და შეკავების თანამედროვე პოლიტიკასთან  თანხვედრაზე ისაუბრა.

„აღნიშნული მიდგომა ავალდებულებს როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, ასევე პარტნიორ ქვეყნებს, პირველ რიგში, მზადყოფნის გაძლიერებას და ეს ნიშნავს იმ ძირითადი კომპონენტების უზრუნველყოფას, როგორიცაა დაკომპლექტება, აღჭურვილობა და წვრთნები. მეორე ძირითადი ამოცანა ეს გახლავთ - თითოეული ჩვენი ნაბიჯით დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით გახდეს ღირსი, რომ იყოს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნის მიღწევით, ჩვენ გვსურს აგრესიის შემთხვევაში შეიარაღებული ძალები მძლავრი შემაკავებელი ფაქტორი გახდეს,  უზრუნველყოს მოწინააღმდეგის შეყოვნება და რაც შეიძლება ჭარბი ზიანის მიყენება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.