პოლიტიკა
„ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად” - კახა კალაძე
„ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად” - კახა კალაძე

„ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად” - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები წლებია არსებობს.

„ის, რომ მშენებლობის ნებართვები გაცემულია, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ის, რომ არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობის განხორციელება პრობლემაა. ეს არ არის გუშინ და დღეს დაწყებული პრობლემები, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოგვარება და მუშაობა დაწყებული გვაქვს. კონკრეტულ ნაბიჯებს და ღონისძიებებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ. ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად” - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თუ ნებართვა პრობლემურია და მშენებლობის განხორციელება ქალაქისთვის მიუღებელია ზომები უნდა იქნეს მიღებული.