მსოფლიო   NEWS
„ვლადიმერ პუტინი ავადაა“ - დიმიტრი პესკოვი
„ვლადიმერ პუტინი ავადაა“ - დიმიტრი პესკოვი

„ვლადიმერ პუტინი ავადაა“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა გააუქმა. მან ასევე სოჭში დაგეგმილი მივლინება გადადო.

„პრეზიდენტი გაცივდა. არაფერი სერიოზული. დღევანდელი შეხვედრა გადადებულია. პრეზიდენტი აგრძელებს მუშაობას“, – განცხადა დიმიტრი პესკოვმა.