მსოფლიო   NEWS
„დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ” - მიხეილ სააკაშვილი
„დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ” - მიხეილ სააკაშვილი

„დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ” - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი დაკავების შემდეგ, კისერი ტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოსტეხს.

„როგორი გაუნათლებელი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან გააძევო ადამიანი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი. მინდა ვკითხო ლუცენკოს, ამ კრიმინალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ წამიყენა ულტიმატუმი, რომ ან ჰოლანდიაში ნებაყოფლობით წავსულიყავი ან საქართველოში ექსტრადირება მომიწევდა, როგორ უნდა გამოვცხადდე სასამართლო სხდომებზე ახლა, მე ხომ დამანაშავე ვარ? თქვენ უმაღლეს რადაში გამოაცხადეთ და აჩვენებდით მულტფილმებს, რომ მე უკრაინის ხელისუფლების დამხობა მსურდა, რომ ვიღებდი ფულს რუსებისგან.

გამასამართლებენ უკრაინაში თუ არა, როგორ უნდა გამოვცხადდე უკრაინულ სასამართლოში. თუ ახლა ჩემზე ძებნას გამოაცხადებთ – მოგმართავთ, აქ ვარ, დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ. რას მიპასუხებს ამაზე უდიპლომო პროკურორი?“ – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.