პოლიტიკა
“ლუნა გრუპი“ პროგრამირებასა და მათემატიკაში ოლიმპიადის გენერალური სპონსორი იქნება
“ლუნა გრუპი“ პროგრამირებასა და მათემატიკაში ოლიმპიადის გენერალური სპონსორი იქნება

“ლუნა გრუპი“  პროგრამირების განვითარების ასოციაციისა და ევროპული უნივერსტიტეტის ორგანიზებით გამართული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი იქნება. ოლიმპიადა რამდენიმე დღეში პროგრამირებასა და მათემატიკაში გაიმართება. გამარჯვებულს კი გენერალური სპონსორი IT Academy Step Georgia-ში სწავლების სრულ კურსს დაუფინანსებს.

ცნობისთვის, „ლუნა გრუპი“ 2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ისინი  მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ეკონომიურ პროცესებსა და ტექნიკურ პროგრესს აკვირდებიან და წარმატებული პროექტების საქართველოში განვითარების პრაქტიკას ნერგავენ. სწორედ „ლუნა გრუპის“ სახელს უკავშირდება ადგილობრივ ბაზარზე პირველი ქართული კრიპტოვალუტის - AISIcoin-ის გამოჩენა. მათივე ინიციატივთ შეიქმნა AISI პლატფორმაც, რომელიც საინტერესო ბიზნესპროექტებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფას მოახდენს. „ლუნა გრუპი“ უახლოეს მომავალში დაინტერესებული პირებისთვის, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით,  ტრენინგებს გამართავს და წარჩინებული ახალგაზრდების კომპანიაში დასაქმებაზეც იზრუნებს.