მსოფლიო   NEWS
„სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ” - ვლადიმერ ჟირინოვსკი
„სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ” - ვლადიმერ ჟირინოვსკი

„სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ” - ამის შესახებ რუსეთის ”ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე განაცხადა.

ჟირინოვსკიმ მიხეილ სააკაშვილს „ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი“ უწოდა.

„სააკაშვილი სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.