საზოგადოება
ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქართველი კინომსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ის ხეჩინაშვილის კლინიკაში თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით მიიყვანეს. საქართველოს სახალხო არტისტი უგონო მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ექიმების განცხადებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კონსილიუმი იმსჯელებს და გადაწყვეტს, რა ფორმით გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი.