პოლიტიკა
„საქართველოში არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ მე და ივანიშვილი“ - მიხეილ სააკაშვილი
„საქართველოში არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ მე და ივანიშვილი“ - მიხეილ სააკაშვილი

„საქართველოში არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ მე და ივანიშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„ივანიშვილმა ზუსტად იცის ეს, თუ ვიქნები მე საქართველოში, "მატროსოვზეც" რომ მომათავსონ მართლა რამდენიმე კვირა, რამდენიმე კვირაში იმ "მატროსოვზე" აღმოჩნდება ივანიშვილი, თუ არ მოახერხა გასწრება საქართველოდან. ამიტომ ივანიშვილმა კარგად იცის, ან ის, ან მე საქართველოში. მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ყოფნა ნიშნავს თქვენს ჭაობში ყოფნას, უბედურებას, ეკონომიკის არ ზრდას, საქართველოს ძარცვას, საუკეთესო ხალხის ქვეყნიდან გასვლას. რა თქმა უნდა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას ნიშნავს ძველი დროის დაბრუნებას კი არა, მომავლის დაბრუნებას, ჩემ დროს საქართველოს ჰქონდა მომავალი და პერსპექტივა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.