სხვადასხვა
"ივანიშვილმა საქართველოს მოპარა მთავარი - მომავლის განცდა“- მიხეილ სააკაშვილი
"ივანიშვილმა საქართველოს მოპარა მთავარი - მომავლის განცდა“- მიხეილ სააკაშვილი

"პოროშენკოს და ივანიშვილს ჩემი ეშინიათ, როგორც ცეცხლის, ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს. ეს არის ხალხი, ვისაც ჩემი ჩრდილისაც კი ეშინია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაარჩევანშიგანაცხადა.

ხან რა საქმეს მიგონებენ, ხან რას მაკრობენ, ხან რა შავ პიარს მიგორებენ, არაფერი არ გამოდის და არაფერი არ მეკვრება.

მე მათგან განსხვავებით ვარ ხალხის მხარეს, მათგან განსხვავებით არაფერი მიმითვისებია, არაფერი წამირთმევია ხალხისთვის

მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ხალხს დაუბრუნდეს პერსპექტივა, ყველა იყოს თანასწორი კანონის წინაშე, და ხალხს ჰქონდეს მომავლის განცდა.

ივანიშვილმა ხალხს მარტო ის კი არ მოპარა ელექტროენერგეტიკაში ენერგეტიკა, რომ ბიტკოინები გამოეშვა ... მარტო ბიუჯეტის ფულს კი არ პარავს თავის ნათესავების მეშვეობით და ტენდერების მეშვეობით, ივანიშვილმა საქართველოს მოპარა მთავარი - მომავლის განცდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა  გადაცემა „არჩევანში“.