პოლიტიკა
„დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებულ სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართულნი“ - კახა კალაძე
„დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ  ის ადამიანები, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებულ  სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართულნი“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოკვეთილ ხარვეზებზე გაამახვილა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს დაკავებული პოზიციებიდან იმ პირების გათავისუფლება დაავალა, რომლებიც აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართულები.

„ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო - დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში ჩართული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.