პოლიტიკა
სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

„საცხოვრებელი ფართები წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს დაუკანონდება“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს ჩვენ 47 ოჯახს საცხოვრებელ ფართს ვუკანონებთ. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, N4 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ფართებში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონება ვერ მოახერხეს. მინდა მივულოცო მათ და მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.