საზოგადოება
"„ეს არის შეურაცხმყოფელი, მტკივნეული, დამაფიქრებელი"- დავით უსუფაშვილი სააკაშვილის დაკავეას ეხმაურება
"„ეს არის შეურაცხმყოფელი, მტკივნეული, დამაფიქრებელი"- დავით უსუფაშვილი სააკაშვილის დაკავეას ეხმაურება

„ეს არის შეურაცხმყოფელი,  მტკივნეული, დამაფიქრებელიც" - ამ კომენტარით საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. 

მისი თქმით, სამწუხარია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი გზა აირჩია. 

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების კადრებში რაც ვნახეთ,  არის შეურაცხმყოფელი,  მტკივნეული, დამაფიქრებელიც".  სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა ეს გზა აირჩია.  

რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება,  იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და მისი პოლონეთში რეადმისია განახორციელეს, ანუ დააბრუნეს იმ ქვეყანაში, საიდანაც უკანონოდ შეიჭრა უკრაინასი.