პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

20-21 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. 

შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. 

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის.