პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია

“ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია“ - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კონკრეტულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საფრთხე არის ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ყველასთვის გასაგებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთა არის, ამიტომ, ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ეს არის მუშა პროცესი იმისთვის, რომ დეპუტატები იყვნენ ინფორმირებულები რეგიონში არსებული საფრთხეებისა და რისკების თაობაზე” – განაცხადა სესიაშვილმა.