პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ და კრისტიან ურსემ ბავშვთა უფლებების კოდექსზე მუშაობის პროცესი განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ირაკლი კობახიძემ და კრისტიან ურსემ ბავშვთა უფლებების კოდექსზე მუშაობის პროცესი განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს და საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესი შეაფასეს. საუბარი, ასევე, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გასულ კვირას, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ვიზიტს შეეხო. მხარეებმა, აგრეთვე,  სასამართლო რეფორმისა და მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ იმსჯელეს.

ხაზგასმით აღინიშნა ბავშვთა უფლებების დაცვისა და ამ მიმართულებით, კანონმდებლობის დახვეწის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძემ და კრისტიან ურსემ ბავშვთა უფლებების კოდექსზე მუშაობის პროცესი განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.