პოლიტიკა
დავით სუჯაშვილი: რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს
დავით სუჯაშვილი: რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს

“რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს“ - ამის შესახებ დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა განაცხადა.

დაზვერვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის რეალური და ქვეყანა მზად უნდა უნდა იყოს ამ გამოწვევებისთვის.

„დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე – მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი საფრთხეს  წარმოადგენს. თურქეთი არის საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა – შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ამ მხრივ გამოვყოფდი აშშ-ს“, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

დღეს თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.