პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

გიორგი მარგველაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები დღეს თელავში მცირე, საშუალო ბიზნესის და პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოისმინა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე და ამ როლის განხორციელებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, პროფესიული განათლების ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე. ამ ურთიერთობის პროცესში კი გასათვალისწინებელია დიალოგის აუცილებლობა დამსაქმებლებსა და პროფესიული განათლების წარმომადგენლებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.