მსოფლიო   NEWS
აზერბაიჯანში 53 მეჩეთში ვიდეოკამერები დაამონტაჟეს
აზერბაიჯანში 53 მეჩეთში ვიდეოკამერები დაამონტაჟეს

აზერბაიჯანში, ქვეყანაში არსებულ 53 მეჩეთში 230 სათვალთვალო ვიდეოკამერა დამონტაჟდა. ამასთან, ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.

კამერების დამონტაჟების მიზანი ქვეყანაში უკანონო რელიგიური პროპაგანდის აკრძალვაა. ამ ბრალდებით აზერბაიჯანში გასულ წელს 142 ადამიანი დააკავეს. 

უკანონო რელიგიური საქმიანობის აღკვეთის ბოლო მცდელობა ბაქოს შემოგარენში, დაბა ბუზოვნაში გასულ კვირას იყო. თებერვლის ბოლოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაურეგისტრირებელ სამლოცველო სახლს „იმამ ზეინალაბდინ“- ს საქმიანობა აუკრძალეს. ამ სახლის წინამძღვარს ფახად ახმედოვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, საქმე სასამართლოს გადაეცა.