მსოფლიო   NEWS
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შესაძლოა მაისში შეხვდნენ
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შესაძლოა მაისში შეხვდნენ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.

სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება.

აღნიშნულს დონალდ ტრამპი პროგრესს უწოდებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მტკიცე შეთანხმების მიღწევამდე ძალაში დარჩება.

ვაშინგტონში სამხრეთ კორეული დელეგაციამ აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინის ინიციატივაზე პასუხად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეელ ლიდერს მაისში შეხვდება.