მსოფლიო   NEWS
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, ვალერი სიმეონოვმა რუსეთის პატრიარქ კირილს „КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვალერი სიმეონოვმა ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში განაცხადა.

„1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა. ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს ხაზი არასაკმარისად გაუსვა.

 

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“