მსოფლიო   NEWS
რუსეთის საქმეზე ტრამპი ჩვენების მისაცემად მზადაა
რუსეთის საქმეზე ტრამპი ჩვენების მისაცემად მზადაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის პასუხები გასცეს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის კითხვებს “რუსული ჩარევის საქმის“ ფარგლებში.

ტრამპი კითხვებზე პასუხის გაცემაზე იმ შემთხვევაშიც დათანხმდება, თუ გამოძიება იმ ეპიზოდზე მაინც მალე დასრულდება, რომელიც უშუალოდ მას შეეხება. 

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.