მსოფლიო   NEWS
ვენაში ირანის ელჩის რეზიდენციასთან პოლიციამ მამაკაცს ესროლა
ვენაში ირანის ელჩის რეზიდენციასთან პოლიციამ მამაკაცს ესროლა

ვენაში ირანის ელჩის რეზიდენციასთან  სროლა მოხდა. პოლიციამ მამაკაცს ესროლა, რომელიც შენობის დაცვის თანამშრომლებს თავს დანით დაესხა. ინციდენტის შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა და დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 
დანარჩენ დეტალებს მომხდარის შესახებ სამართალდამცავები არ ახმაურებენ. აგრეთვე უცნობია თავდამსხმელის მოტივი ამ მომენტისათვის.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი 26 წლის იყო. მის ვინაობას არ ავრცელებენ. 
მომხდარის გამო, საელჩოების დაცვა მთელი ვენის მასშტაბით გაძლიერებულია.