მსოფლიო   NEWS
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ ექვსი პირი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ მფრინავი გადარჩა.ინფორმაციას ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

ვერტმფრენი ისტ-რივერის სანაპიროსთან ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ეკიპაჟმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.