სხვადასხვა
2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ
2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1 იანვრიდან ამოქმედდა. 

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი,ხოლო დაკარგვის შემთხვევაში აღდგენის ფასი 35 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.