მსოფლიო   NEWS
ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. სანქციები ბრიუსელმა უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობის“ დარღვევის გამო დააწესა და ევროკავშირი მათი მოქმედების ვადას ყოველწლიურად ახანგრძლივებს.

ე.წ. შავ სიაში 150 ფიზიკური პირი და 38 კომპანია შედის. ნუსხაში შეყვანილ პირებს ევროკავშირში ჩასვლა აკრძალული აქვთ და მათი ფინანსური ანგარიშები დაყადაღებულია.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ევროკავშირმა დამატებით რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომლებსაც ვადა 2018 წლის 31 ივლისამდე აქვს.