მსოფლიო   NEWS
ბანგლადეშის სამგზავრო ლაინერმა ნეპალში კატასტროფა განიცადა
ბანგლადეშის სამგზავრო ლაინერმა ნეპალში კატასტროფა განიცადა

ნეპალში, კატმანდუს აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ოთხი ეკიპაჟის წევრი. ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

თვითმფრინავმა ავიაკტასტროფა კატმანდუს აეროპორტის სიახლოვეს, საფეხბურთო მოედანზე განიცადა.

ჩამოვარდნის შემდეგ სალონში ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. თუმცა, რვა დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბორტზე ნეპალის 33 მოქალაქე იმყოფებოდა.

US-Bangla-ს სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა დაშვების დროს განიცადა, რის შემდეგაც ხანძარი გაუჩნდა.