პოლიტიკა
„სითი პარკის“ ფუნქციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“ - კახა კალაძე
„სითი პარკის“ ფუნქციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“ - კახა კალაძე

„სითი პარკის“ ფუნქციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“ - ამის შეახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გააუქმა.

„თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევაა, რომ თბილისი იყოს თანამედროვე და კომფორტული ქალაქი. თითოეული ჩვენი სამუშაო დღე მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისთვის. ჩვენს მიერ დაანონსებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეების მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრება, სადაც ერთერთი მთავარი პარკირების პრობლემის მოგვარებაა. სამართლიანი პარკირების სისტემის შექმნას, რომელიც ერთის მხრივ ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორეს მხრივ ქალაქის საცობებისგან განტვირთვაზე. სტანდარტებთან და განვითარებასთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს და ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს. ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვას და პარკირების სფეროში სისტემური ხარვეზის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „სითი პარკთან“ დაკავშირებით. „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შევწყვიტოთ.  ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან ახალი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებამდე „სითი პარკის“ ფუნქციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“ - განაცხადა კახა კალაძემ.