პოლიტიკა
„რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, სასწრაფოდ მოხდეს ცხედარის გადაცემა ოჯახისათვის“ - ზურაბ აბაშიძე
„რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, სასწრაფოდ მოხდეს ცხედარის გადაცემა ოჯახისათვის“ - ზურაბ აბაშიძე

„რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, სასწრაფოდ მოხდეს ცხედარის გადაცემა ოჯახისათვის“ - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პრემიერმინისტრმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა კიდევაც.

„ქართულმა მხარემ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადაეცათ ოჯახის წევრებისათვის და გაეთავისუფლებინათ ჩვენი მოქალაქეები. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ მივაღწიეთ შედეგს. მხედველობაში მაქვს, რომ გუშინწინ ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლდა. პრემიერმა ის ნაბიჯიც კი გადადგა, რომ მიმართა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რუსეთის საგრეო უწყების აღნიშნულ კომენტარში რუსეთის მხარე ცდილობს, გაემიჯნოს ამ ტრაგიკულ ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები და ზოგადი პასუხები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი, მხედველობაში გვაქვს უპირველეს ყოვლისა, ცხედარის დროულად გადაცემა ოჯახისათვის. რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და მოთხოვნა მის მიმართ არის კონკრეტული, სასწრაფოდ მოხდეს ცხედარის გადაცემა ოჯახისათვის“ -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.