საზოგადოება
„მაგთი“ მომხმარებლებს აფრთხილებს
„მაგთი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

„მაგთი“ მომხმარებლებს აფრთხილებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დროს გვხვდება შემთხვევები, როდესაც დაუცველ (non-secure) ან არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე სტუმრობის შემდეგ ბრაუზერში ჩნდება მუქარის შემცველი შეტყობინება, სადაც მითითებულ ვებ-ანგარიშზე ითხოვენ კონკრეტული თანხის დაუყოვნებლივ ჩარიცხავს.
მაგთიკომი გაფრთხილებთ, არ გადაურიცხოთ თანხა საეჭვო სუბიექტებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი (არალიცენზირებული და დაუცველი) აპლიკაციებით სარგებლობისას ასევე მატულობს მობილური ტელეფონის პროგრამული ვირუსებით დაინფიცირების შანსი და შესაძლოა, მოხდეს თქვენი ბალანსის გაუთვალისწინებელი გახარჯვა - ტელეფონმა შესაძლოა ავტომატურად გააგზავნოს SMS-ი ან განახორციელოს ზარი მოკლე (ფასიან) ნომრებზე ან დაუკავშირდეს ინტერნეტს” - ნათქვამია განცხადებაში.