საზოგადოება
„თბილისის მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე“ - ლევან ტაბიძე
„თბილისის მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე“ - ლევან ტაბიძე

„თბილისის მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე“ - ამის შესახებ „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

„კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავს - როგორც ბიზნესის, ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესებს. სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე. პოლიტიკური განცხადება აუცილებლად, ასევე იმოქმედებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულაციაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში დასაქმებულთა, საქართველოს მოქალაქეთა უფლებები” - განაცხადა ტაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გააუქმა.