საზოგადოება
„მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა რეფორმას საჭიროებს, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკების ბრუნვის მაქსიმალურად შემცირებას”
„მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა რეფორმას საჭიროებს, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკების ბრუნვის მაქსიმალურად შემცირებას”

„მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა რეფორმას საჭიროებს, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკების ბრუნვის მაქსიმალურად შემცირებას” - საზოგადოების ნაწილი ნარკოტიკების ვაჭრობისა და ლეგალიზაციის აკრძალვის მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„ერისა და ბერის, ეპისკოპოსების, ეკლესიათა და მონასტრების წინამძღვრების, ბერების, მღვდლების, დიაკვნების, მეცნიერების, ექიმების, ცნობილი სპორტსმენების და სასაზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება 

დაუშვებელია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და გავრცელების ლეგალიზაცია და ხელშეწყობა

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

სახელმწიფოსთვის და მთელი ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და აქტუალური თემა გახლავთ ნარკომომხმარებელთა ზრდისა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონ ბრუნვის საკითხი.

ნარკოტიკებმა ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაფიქრებს ჩვენი მომავალი თაობის ბედი, მიგვაჩნია რომ ნარკოპოლიტიკა საჭიროებს რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მაქსიმალურად შემცირებას.

სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივია კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მხარდაჭერილია პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

პროექტი აშკარად ემსახურება ნარკომოვაჭრეთა ინტერესებს და ნარკორტიკული საშუალებებით ვაჭრობისა და გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიხედვით, "სისხლი სამართლის" და "ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს: " ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადება, წარმოება, გადატანა და გადაზიდვისთვისთვის" პატიმრობის გაუქმებასა და ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქმედება ხორციელდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკის, ჯგუფურად, არაერთგზის და თანამდებობის გამოყენებით, ასევე ნარკოტიკულ საშუალებათა საქართველოში იმპორტისთვის, ექსპორტისვის ან საერთაშორისო ტრანზიტისთვის პატიმრობის გაუქმებას და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას. 
ეს, რა თქმა, გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოების პარალიზებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, გაზრდის ნარკომომხმარებელთა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვას.

მოგმართავთ: არ დაუშვათ კანონპროექტის ამ სახით მიღება. გთხოვთ შეთანხმებისამებრ ჩვენი წარმომადგნელები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში.

პატივისცემით:

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი

გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი

ნინოწმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი ლუკა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე) - წმ. ბასილი დიდის სახ. მონასტრის წინამძღვარი

დეკანოზი დავითი (ისაკაძე) - წმ. დიდმოწამე მარინეს სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი დავით (ქვლივიძე) - ვაშლიჯვრის ნათლისღების სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი დავით (ნოზაძე) - წმ. მარკოზ ეფესელის სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი არჩილ (ქიტუაშვილი) - კაზრეთის სამების სახ. ეკლესიის წინამძღვარი

დეკანოზი გურამი (გამცემლიძე) - წმ. სამი მღვდელმთავრის სახ. ეკლესიის წინამძღვარი

პროფესორი გიორგი ნანეიშვილი - ექიმი - ფსიქიატრი

პროფესორი ომარ სამუშია - ექიმი - ნევროლოგი

პროფესორი გულიკო ჩაფიძე - ექიმი კარდიოლოგი

ჯონდი ბაღათურია

გოჩა ჯამარაული - ფეხბურთელი

ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ჩემოიონი

გიორგი კანდელაკი - ექიმი, ინფექციოლოგი

დიმიტრი ლორთქიფანიძე - უფლებადამცველი

პროფესორი ანზორ თოთაძე - დემოგრაფი

მღვდელმონაზონი ილია (ჭოველიძე) - გურჯაანის წმ. სამების ტაძარი

მამა რაფაელი (ხელაშვილი), იღუმენი - გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი

მღვდელმონაზონი მაკარი (თოლორაია)- გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი

დეკანოზი ამირანი (გოგლიძე) - კარდენახის საბაწმიდის ტაძარი

მღვდელი თეიმურაზი (ბიწკინაშვილი) - შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

მღვდელი ნოდარი (არსენიშვილი) - ქოდალოს ტაზრად მიყვანების ტაძარი
მღვდელი

შოთა (ორველაშვილი) - კაჭრეთის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი ნოდარი (წიკლაური) - ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი გიორგი (ქუმსიაშვილი) - ბაკურციხის წმ. გიორგის ტაძარი

მღვდელი ვაჟა (სონღულაშვილი) - გურჯაანის წმ. სამების ტაძარი

მღვდელი ილია (ჯანიაშვილი) - კალაურის წმ. ნინოს ტაძარი

მღვდელი მარკოზი (შაკიაშვილი) - ვეჯინის წნ. გიორგის ტაძარი

დეკანოზი ბასილი (ფილფანი)
ბერ-დიაკონი კოზმა
არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე)

მღვდელი არჩილი (ბურჯანაძე)

იღუმენი შიო (გელაშვილი)

მღვდელმონაზონი ლაზარე (აბრამიძე)

იღუმენი ექვთიმე (ახვლედიანი)

ბერი იოსები (ამირანაშვილი)

იღუმენი კვირიკე (გაზდელიანი)

იღუმენი დემეტრე (გიგანი)

დეკანოზი გიორგი
მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) - სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი

მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) - სოფ. დიღმის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი

მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)

დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)

დეკანოზი ბასილი (იაშაღშვილი)
მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე)
მღვდელი აკაკი (გომართელი)
მღვდელი გიორგი (შუკაკიძე)
მღვდელი ფოტი (ზუმბაძე)
დიაკონი დავითი (შალამბერიძე)

დეკანოზი ვახტანგი (დავითაშვილი)
დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი)
მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)“ - ნათქვამია განცხადებაში.