საზოგადოება
VIDEO - „მეგობრებო, ეს ხდება ჩრდილოეთ ოსეთში, ეს არის უბრალო ოსი ერის სიყვარული ქართველების მიმართ....“ - გივი მდივნიშვილი
VIDEO - „მეგობრებო, ეს ხდება ჩრდილოეთ ოსეთში, ეს არის უბრალო ოსი ერის სიყვარული ქართველების მიმართ....“ - გივი მდივნიშვილი

„მეგობრებო, ეს არის უბრალო ოსი ერის სიყვარული ქართველების მიმართ....“ - რუსეთში მცხოვრები ქართველი, გივი მდივნიშვილი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართულ სიმღერებზე აცეკვებული ოსები და მათი ემოციებია ასახული.

„მეგობრებო, ეს ხდება ჩრდილოეთ ოსეთში, ეს არის უბრალო ოსი ერის სიყვარული ქართველების მიმართ.... 5 კაცის გარდა, რესტორანში ოსები იყვნენ და ქართული სიმღერებზე ცეკვავდნენ, მე თვითონ ვუყურებდი, ცეკვის დროს როგორ გადმოსდიოდათ ცრემლები ხანშიშესულ ადამიანებს.... რაც დღეს ხდება ცხინვალში, ეს არის ძალიან ჭუჭყიანი- სისხლიან მაფიოზური თემა.... უბრალო ქართველები და ოსები ვერაფერს გახდებიან.....

 მე ამ ვიდეოს იმიტომ ვდებ, რომ დაგანახოთ უბრალო ოსი ერის სიყვარული ქართველი ერის მიმართ - ასევე მინდა დაგანახოთ ის ოსი გოგონა "ნანა ტიბილოვა", რომელზე ჭორაობდნენ, რომ იყო ქისტი... მაგრამ მამა ჰყავს ოსი და დედა ქართველი, ქართულად საუბრობს 5-ზე.. აი, ასეთი ნათესაური ერთი სისხლის ერი ვართ- ოსებს და ქართველებს გაუმარჯოს ერთად და არა ცალ-ცალკე”- წერს გივი მდივნიშვილი.