მსოფლიო   NEWS
დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი მაიკ პომპეო დანიშნა.